jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო მიმართულებით სერვისის მენეჯერის პოზიციაზე გვაქვს ვაკანტური პოზიცია.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პერსონალური მენეჯერისა და მიმღები ოპერატორის კოორდინაციით, რიგების მოწესრიგება;
** სერვისის პროცესის მუდმივი მონიტორინგი, ბოქსებზე, შეფერხებებზე და პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებლის მიღების პროცედურის მონიტორინგი (არსებული სტანდარტების მიხედვით);
** სერვისის ბოქსებებში სისუფთავის კოორდინაცია;
** სერვის პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** სერვისისთვის სახარჯი/დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, დროული შეკვეთების განხორციელება ან ტრანსპორტირება სხვა ფილიალიდან;
** სერვისის დანადგარების გამართულობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, შეკეთების მოთხოვნის ფორმირება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა არასტანდარტული სერვისის საჭიროების პროცესში- ავტომობილის პრობლემის ახსნა, საჭირო სამუშაოების დეფინიცია, კონსულტაციის გაწევა ხარისხიანი მომსახურების მიზნით;
** საჭიროებისამებრ, სატენდერო წინადადებაში მონაწილეობის მიღება სერვისის ტარიფების დადგენის მიზნით;
** სერვისის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სერვისის პერსონალის მიერ დისციპლინისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** Ms Office-ის პროგრამების ცოდნა.
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1074



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |