jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და ყოველ დღიური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის შეკვეთების მიღება და მიწოდება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
** საბარათე სისტემის და APP-ის ფუნქციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |