jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო განაკვეთი: 24 სთ ყოველ მე-4 დღეს
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
** ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
** გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

საჭირო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |