jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 19 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 2 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

გუნდის ზრდასთან დაკავშირებით მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ტექნიკური მენეჯერის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27 ბ
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება 2000-3000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსები პროექტებიდან. ფიქსირებული ანაზღაურების ზუსტი ოდენობა შეთანხმდება უშუალოდ გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფიტპასი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინარულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდური მუშაობის კულტურა.
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** შრომისმოყვარეობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტირება (აუდიო/განათება/ვიდეო სისტემები).
** ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება.
** ახალ ტექნოლოგიებისა და სისტემების შესწავლა, დანერგვა და განვითარება.
** ნახაზებთან მუშაობა (Archicad ან/და Autocad, AFMG Ease)
** პროექტების ფარგლებში პროცესის მსვლელობაზე სრულფასოვანი მიყოლა, ტექნიკური ჯგუფის ზედამხედველობა, კლიენტების ტექნიკური მხარდაჭერა.
** კომპანიის აღებულ სერვისებზე პასუხისმგებლობა და ტექნიკური მხარდაჭერა.
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
** საჭირო ფორმით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ქმედებებისა და დავალებული სამუშაოების სტატუსის შესახებ ხელმძღვანელობისათვის.
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება უშუალოდ ხელმძღვანელის მითითებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქსელის ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა.
** აუდიო, ვიდეო ან/და განათების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სერვერულ აპარატურასა და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** "Cad" პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** ნახაზის წაკითხვისა და აღქმის უნარი. მინიმუმ 2D ნახაზებთან მუშაობის შესაძლებლობა.
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა.

შენიშვნა

** სასურველია რუსულის ენის ცოდნა.
** სასურველია გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან უსაფრთხოების სფეროში.
** სასურველია ზოგადი ცოდნა აუდიო/ვიდეო და განათების სისტემების მუშაობის პრინციპებისა.
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება
** პირისპირ გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |