jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქსელის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის მენეჯერის პოზიციაზე, სამედიცინო მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში არსებული პოლიკლინიკების ბიზნეს პროცესის ხელშეწყობა, განვითარება და მონიტორინგი;
** ბიზნეს ერთეულების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; დაგეგმილი ბიუჯეტის შესასრულებლად ყველა რგოლის კოორდინირება და ურთიერთთანამშრომლობა, შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა კომპანიაში;
** ბიზნეს ერთეულების ფუნქციონირების ანალიზის საფუძველზე, სამედიცინო თუ არასამედიცინო პროდუქტების/სერვისების დამატების ან/და არსებულის განვითარების საჭიროების შესწავლა, საკითხის ინიცირება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისთვის შემდგომი განხილვისა და ბიზნეს პროექტის შემუშავებისთვის;
** შემუშავებული ახალი პროექტების და პროდუქტების შექმნაში და დანერგვაში მონაწილეობა; შემდგომი შეფასება და მონიტორინგი;
** პოლიკლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება-ვიზიტის მიზნობრიობის განსაზღვრა და შემდგომი ეფექტურობის შეფასება;
** ბიზნეს ერთეულებში სამედიცინო თუ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პოლიკლინიკების სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობის კოორდინირება;
** საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პოლიკლინიკების დროული ინფორმირება და აღსრულების მონიტორინგი;
** ქსელში შემუშავებული სტანდარტების, პროცედურების/პროცესების დანერგვისა და შესრულების მონიტორინგი;
** სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება;
** პოლიკლინიკებში არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
** რელევანტური მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** საყოველთაო ჯანდაცვისა პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2024 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/qselis-martvis-menejeri/712

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |