jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 53731_attachment_1017815.zip
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

1. მენეჯმენტი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 04 ვაკანსია.
2. მარკეტინგი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია.
3. ფინანსები: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
4. მეწარმეობა და ინოვაციები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია;
5. აკადემიური წერა: ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია;
6. სტატისტიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია;
7. ბიზნეს სამართალი: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია;
8. პროგრამირება: პროფესორი - 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია;
9. მონაცემთა დამუშავება და ანალიზი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
10. ხელოვნური ინტელექტი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
11. კომპიუტერული ქსელები: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
12. ოპერაციული სისტემები: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
13. კიბერუსაფრთხოება: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
14. ინფორმაციული უსაფრთხოება: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
15. ინფორმაციული სისტემების მართვა: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
16. კოგნიტური ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
17. განვითარების ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
18. პიროვნების ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
19. ნეიროფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
20. ორგანიზაციული ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
21. კლინიკური ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
22. სოციალური ფსიქოლოგია: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს "აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების" შესაბამისად:

1. აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
2. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
2. შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
5. საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია:
** პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციის/პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
6. ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
7. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ". საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
8. თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო საბუთების მიღება: 08.07.2024 - 15.07.2024 (18:00 საათი);
** საკონკურსო კომისიის შექმნა: 08.07.2024
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 16.07.2024 - 25.07.2024;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 26.07.2024 (18:00 საათი);
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 29.07.2024;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 30.07.2024 - 31.07.2024;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 01.08.2024 - 12.08.2024;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 13.08.2024;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 19.08.2024.

დამატებითი პირობები:

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებულ ინფორმაციას. კონკურსანტი პასუხიმგებელია "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე. თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში - დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობას.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 20 წუთი.

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით, ბტუ-ს ელ.ფოსტაზე - vacancy@btu.edu.ge გაგზავნით.

საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: vacancy@btu.edu.ge

კონკურსანტთა ინფორმირებისთვის კონკურსის ყველა ეტაპის შედეგები განთავსდება ბტუ-ს ვებგვერდზე - https://btu.edu.ge/

კონკურსანტთა მიერ შესავსები ფორმები:

** კონკურსანტის განცხადება;
** კონკურსანტის ანკეტა.

კონკურსანტთა შეფასების ფორმები:

** კონკურსანტის შეფასება;
** სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასება;
** სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |