jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: VitrA x Merlons
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"VitrA x Merlons" არის პრემიუმ კერამიკული ფილების, სააბაზანო სანტექნიკის და სხვა პროდუქციის წამყვანი მომწოდებელი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ინოვაციების, ხარისხისა და დიზაინის სრულყოფილების მიმართ გამოგვარჩევს ინდუსტრიაში.

ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 სთ (კვირაში 40 სთ)
მისამართი: ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 1200 ₾ (NET) + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
** გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების გაწევა;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და საერთო სტრატეგიის შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სხვადასხვა ტიპის კორპორატიულ შეთავაზებას და ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass და ყოველთვიურ თიმბილდინგებს;
** დამატებით კვარტალურ ბონუსებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობა - "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალური ინფორმაცია ჩვენ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სოც მედიაში:

https://www.facebook.com/Merlons.ge
https://www.facebook.com/VitraGeorgia

კომპანია "ბი ემ სი შარმ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ბი ემ სი შარმ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |