jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის ტენდენციებისა და მონაცემების მოკვლევა, ანალიზი;
** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი (საფასო, საასორტიმენტო და სააქციო შეთავაზებების ჭრილში);
** საფასო/სააქციო პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** პროდუქტების კატეგორიების ცვლილების/განვითარების გეგმის განხორციელება;
** პროდუქტების ჭრილში გაყიდვების ანალიზი, გაყიდვებისა და გროს მარჟის მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;
** მარაგების ეფექტიანად მართვა, მაღაზიის თაროზე და საწყობში საჭირო ნაშთების განსაზღვრა პროდუქტების ჭრილში;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** პროდუქტების კატეგორიების განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ახმეტ მელაშვილის #2;

რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.helio-ai.com/apply/o2uok1g7g5ssusp7?src=jobs.ge

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |