jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა" 2020 წელს დაარსდა და დღეს უკვე კლინიკათა ფართო ქსელი აქვს მთელს საქართველოში, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიის აპარატურით და ერთ-ერთი ლიდერია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქირურგიის დარგში.

ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური პლატფორმების კონტენტის მართვა (Facebook, Instagram, Youtube), ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტის შექმნა და განთავსება (ფოტოები, ვიდეოები, ბლოგ პოსტები, და ა.შ.).
** კომპანიის ვებ-გვერდების ადმინისტრირება/განახლება;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
** სოციალურ მედია პლატფორმაზე გასატანი ტექსტების ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება.
** კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ბიუჯეტირება და მართვა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტის გეგმის შემუშავება.
** ფოტოსესიებისა და ვიდეო გადაღებების ორგანიზება და დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პრინციპების ცოდნა;
** ფოტო და ვიდეო რედაქტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;

გრაფიკი: დისტანციური
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ამ ელექტრონულ ფოსტაზე: laeyeclinichr.ge 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |