jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მკერავი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

მცირე ზომის სამკერვალო საწარმო "მკერავი", რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი + ბონუსი

სუბორდინაცია:

ექვემდებარება- გენერალურ დირექტორს

ძირითადი ამოცანები:

** მომხმარებელთან შეხვედრა და გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტის და სერვისის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და აღსრულება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** კომპანიის ლოიალურ და კორპორატიულ მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია, მუდმივად სიახლეების გაზიარება;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** უპირატესად ჩაითვლება ანალოგიურ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი 2024.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს.

შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს "მკერავი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე info@mkeravi.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |