jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Amber Studios
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"AMBER_STUDIOS" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება.
** თანამშრომელთა გათავისუფლების, შვებულებების, ბიულეტინების და სხვა ტიპის გაცდენების პროგრამული ასახვა
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** ხელფასის გადარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** თანამშრომელთა გრაფიკთან მუშაობა, ნამუშევარი დროის აღრიცხვა
** შემოსული კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრებების ჩატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია - MS Excel-ის ცოდნა ;
** სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-18:00)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@amber-studios.com Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |