jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: გლორია
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს. "გლორია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** 8 საათიან სამუშაო გრაფიკს (კვირაში 2 დღე დასვენება).

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური.

მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა/შენარჩუნება;
** სასტუმროს ოთახების დალაგება/დასუფთავება;
** თეთრეულის შეცვლა;
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად სათანადო ნივთებით სააბაზანოს შევსება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა;
** პერიოდულად მატრასების გაბერტყვა, ფარდების გაწმენდა და ოთახების დეზინფექცირება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 04 ივლისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@tiflispalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შ.პ.ს. "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |