jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (https://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

გამოცხადებული ვაკანსია: უფროსი ბუღალტერი

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა #41;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2700 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ).

ძირითადი მოთხოვნები:

** 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი/მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** ქართული საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA);
** რუსულის და ინგლისურის მინიმუმ სალაპარაკო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა/მონიტორინგი;
** საბუღალტრო საქმიანობისა და ბუღალტერიის თანამშრომლებზე დავალებული სამუშაოს კონტროლი;
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.
** სხვადასხვა საგადასახადო საკითხებზე კონსულტაცია;
** შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, აღმოფხვრა;
** მიმდინარე გადასახადების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** სხვა მიმდინარე თემები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის არსებულ, ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |