jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ მძღოლის დამხმარეს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის #27

მძღოლის დამხმარის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მძღოლების დახმარება პროდუქციის მიწოდებაში
** მძღოლის დამხმარის მთავარი პასუხისმგებლობა მძღოლის დახმარება სატვირთო მანქანის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში,
აღჭურვილობის ან პროდუქტების მომხმარებლებისთვის და კლიენტებისთვის მიწოდება;
** მძღოლების დახმარება, თითოეულ დანიშნულების ადგილზე ნავიგაციასა და გრაფიკის მიხედვით და პროდუქციის მიწოდება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მძღოლის დამხმარეს, რომელსაც აქვს:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: საშუალოდ 1200 ₾
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 04 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლის დამხმარე".

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |