jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბავშვებისა და მოზარდების მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"აზროვნების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ბავშვებისა და მოზარდების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

აზროვნების აკადემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** აზროვნების აკადემიის მიერ ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაგეგმილი სასწავლო-განმავითარებელი კურსების/პროექტების მენეჯმენტი/კოორდინირება;
** პედაგოგების, ასისტენტ-დამკვირვებლების, ფილიალის მენეჯერების მოტივაციაზე ზრუნვა;
** აზროვნების აკადემიის მიერ ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი პროექტების სამიზნე ჯგუფების საჭიროებების დადგენაში მონაწილეობა;
** მოზარდების მიმართულების თანამშრომლებისთვის კოორდინირებული მუშაობის სტილის, სტრუქტურის, თანამშრომლობითი გარემოს შექმნა;
** ჩატარებული შეხვედრების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების მართვა/ანგარიშებზე პასუხისმგებლობა;
** ახლად დასაქმებული ან მოწვეული პედაგოგის/ტრენერის სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა;
** მოზარდების მიმართულების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** აზროვნების აკადემიის ხარისხის მართვის პროცესში სწავლებისა და განვითარების პროგრამების პოლიტიკისა და პროცედურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათ განახლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** შესაბამისი სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (პროგრამის შემუშავების/განხორციელების/ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეს საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

ანაზღაურება - ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

აზროვნების აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 1 თვისა.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 3 თვის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |