jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარაგებისა და დაგეგმარების სტაჟიორი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას მარაგებისა და დაგეგმარების სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების სრული ციკლის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულისა და სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
** სხვადასხვა სახის ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** მონაცემებსა და რეპორტებზე დაყრდნობით შედარებითი ანალიტიკის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობის და მონაცემთა დამუშავების გამოცდილება (სასურველი)
** MS Office (მაღალ დონეზე)
** უცხო ენები

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** საქმის ორგანიზების და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 ივლისი, 2024 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |