jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ზარალების მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გამრეკელის #19
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** შემთხვევის ადგილზე გასვლა
** შემთხვევის შესწავლა/შეფასება, დასურათება და შესაბამისი აქტის შედგენა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოძიების მიზნით, სხვადასხვა ორგანოებზე წერილობითი მიმართვა
** მსუბუქი ტიპის შემთხვევების მართვა;
** ზარალის რეგულირების პროცესში მომხმარებლებთან და პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (საბანკო ან სადაზღვევო მიმართულება);
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალები მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** თავაზიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ზარალების მართვის უმცროსი სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |