jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიმღები თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს სტუმრების მომსახურების დეპარტამენტში მიმღები განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
** ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარებს

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |