jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სასტუმრო Artizan Design Hotel აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს ანგარიშვალდებული საინჟინრო დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის ხარისხს
** სასტუმროში არსებული, წყალგაყვანილობის, ელექტრო-ტექნიკური სისტემა / დანადგარების ყოველდღიური დიაგნოსტიკა, კონტროლი, შეკეთება
** ტექნიკური სამუშაოები: წვრილმანი სადურგლო და სამღებრო სამუშაოები, სანტექნიკა
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება
** გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება
** მოწყობილობათა ექსპლუატაციის პირობების დაცვა
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება
** ჩატარებულ სამუშაოზე დღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 3000-4000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვირეკეთ ნომერზე 598490549 და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |