jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის პოზიციაზე.

ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სტუდენტების აკადემიური პროგრესის მონიტორინგი;
** სტუდენტების აკადემიური და მენტალური მხარდაჭერა სხვადასხვა კვლევის მეთოდით, სტუდენტების სასწავლო მოტივაციისა და მენტალური ჯანმრთელობის შეფასება და სტუდენტთა ინდივიდუალური კონსულტირება.
** უნივერსიტეტში ინკლუზიურობის გაძლიერებაში მონაწილეობა, სსსმ და შშმ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება;
** საკონსულტაციო ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს აკადემიურ პროგრესს და მენტალური ჯანმრთელობის გაძლიერებას უნივერსიტეტში;
** წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, როგორებიცაა საგნების ფარგლებში არსებული საკონსულტაციო საათების არსებობა, პერსონალური საკონსულტაციო მხარდაჭერის არსებობა და სხვა;
** სკოლებთან და ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** მსგავსი მიმართულებით, საგანმანათლებლო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე);
** პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა;
** ემპათიურობა და მეგობრულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 07 ივლისი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |