jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმში" ვეძებთ დიასახლისს.

"კონტაქტ ჰოუმი" - თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი.
ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. "კონტაქტ ჰოუმი" ორიენტირებულია კადრების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე, რაც პოზიტიურად აისახება მისი მომსახურების სფეროზე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, თბილისი, ო.ონიაშვილი #2.

დიასახლისის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვა ოფისში;
** ნარჩენების მოცილება და გადაყრა სანაგვე ურნებიდან;
** იატაკების დამუშავება (გამოგვა, გამოწმენდა);
** ნიჟარების წმენდა, სველი წერტილის დეზინფიცირება (ჟანგის, წყლის და სხვა ტიპის ნადების მოცილების ჩათვლით);

ჩვენს გუნდში ვეძებთ დიასახლისს, რომელსაც აქვს:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00, შაბათი და კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: 900 ₾
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი")

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |