კაფე-საკონდიტროების ქსელი "ლაიმი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** ყავის აპარატთან მუშაობა;
** შეკვეთების მიღება;
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ადგილას;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება;
** სალაროსთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი / I ცვლა 09:00-17:00/ II ცვლა 14:00-22:00 ყოველდღიურად, კვირაში 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1000 ლარი + კვება კომპანიის მხრიდან
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ltdlime@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.