jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: თერმორუმი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "თერმორუმი" 8 წელია საქართველოს ბაზარზე. ის ერთ-ერთი ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში. კომპანია თერმორუმი მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ევროპული მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას; მას აქვს საკუთარი სერვის ცენტრი. კომპანია თერმორუმის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებებით სარგებლობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა სამშენებლო კომპანია ორბი, გრავიტა, m2, ანაგი. მისი კლიენტებია თბილი სახლი, ნოვა, დომინო და სხვა.

ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ მათი კომფორტისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები. ჩვენი მიზანია ბაზარზე დავამკვიდროთ ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქცია.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://trm.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობებზე კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას;
** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის და სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა;
** გაყიდული პროდუქციის გაცემა
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება პრომოუტერის თანამშრომლის პოზიციაზე;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
** თავაზიანობა
** დისციპლინირებულობა
** კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** სამუშაო ადგილი - ვაჟა-ფშაველას N26
** ანაზღაურება - 1200 ლარი პლუს ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: hr@thermorum.ge. გთხოვთ, მეილში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ივლისი

გისურვებთ წარმატებებს!

აპლიკაციის HR@Thermorum.ge-ზე გამოგზავნით გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას შპს "თერმორუმს", რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია). მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |