jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: პრემიუმ მეტროპოლ ინკ
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პრემიუმ მეტროპოლ ინკ." აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მე-3 ან მე-4 ჯგუფის ელექტრიკოსი.

ვაკანსიის დასახელება: მე-3 ან მე-4 ჯგუფის ელექტრიკოსი
ადგილმდებარეობა: ბათუმი

ვალდებულებები და ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის შიდა გაყვანილობის და ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა.
** ელექტრო გაყვანილობის და ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ელექტრო დანადგარების და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტზე ელექტროქსელების მუშაობის კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთება-შერემონტება.
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ელ. დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მათი პერიოდული დათვალიერება;
** სამშენებლო ობიექტზე ელექტროობის თვალსაზრისით არსებული დარღვევების გამოვლენა და მათი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** სამშენებლო პროცესებში სრულად ჩართლობა, ხელმძღვანელის დავალებით საკუთარი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ფარგლებში სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მე - III ან მე-IV ჯგუფის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

** გრაფიკი/ პირობები: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: infopmi@metropol.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 20 46 20.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით,
შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |