jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება და სპეც.ტექნიკის რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; წერეთლის გამზირი N118
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები;
** კომპანია უზრუნველყოფს სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის სწავლებას;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული სპეც.ტექნიკის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
** შოურუმში შემოსული მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სპეც. ტექნიკის მახასიათებლების შესახებ;
** დაინტერესებული პირების შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |