jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური კონტროლის ინჟინერი
მომწოდებელი: LSG Solutions
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"LSG Solution"-ი არის სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ 2020 წელს დაფუძნებული, მშენებლობის მენეჯმენტის და პროექტირების კომპანია, რომელიც მოღვაწეობს კომერციული, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით. კომპანიის მიზანია დაამკვიდროს მაღალი სტანდარტის საინჟინრო სერვისი მსხვილი ინვესტორებისთვის.

კომპანია ეძებს მაღალი დონის პროფესიონალს, მრავალწლიანი გამოცდილებით ფინანსური კონტროლის ინჟინრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ხარჯთაღრიცხვების მიმართულებით;
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** CAD პროგრამების ცოდნა (საშუალო დონეზე)
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით.

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:

** პრესტიჟულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას;
** კარიერულ წინსვლას.

ფინანსური კონტროლის ინჟინრის სამუშაოს აღწერა:

** მასალების მოცულობათა უწყისის (BoM) და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (BoQ) ფორმატის შემუშავება, კომპონენტების შესაბამისი სახელწოდებებით;
** პროექტების ფარგლებში გამოსაყენებელი მასალების და სამუშაოების მოცულობების უწყისების თავმოყრა სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებისგან, მათი გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** სრული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება;
** საპროგნოზო ფულად ნაკადების უწყისების დოკუმენტის მომზადება სამუშაოთა წარმოების გრაფიკის საფუძველზე;
** დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი, როგორც სამშენებლო მოცულობებთან, ისე საბაზრო ფასებთან შესაბამისობით დადგენის მიზნით;
** დამატებითი სამუშაოების საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის განახლება;
** ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაო მოცულობების და სამშენებლო რესურსების ხარჯის შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მღება-ჩაბარების აქტების შემოწმება კონტრაქტით დადგენილ მოცემულობასთან;
** დოკუმენტის შემოწმება მექანიკური შეცდომების არსებობაზე;
** დოკუმენტის შემოწმება მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოების სისრულეზე;
** ცალკეული პროექტების მიღება/ჩაბარების საფუძველზე სტატისტიკური ფაილის წარმოება და პროგნოზების გაკეთება შესაბამისი ვიზუალიზაციით;
** სამშენებლო ანგარიშების მიზნებისთვის, ბიუჯეტის ნაწილში შესაბამისი მიმოხილვის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების მოცულობების შერჩევითი გავლა სამშენებლო ობიექტზე;
** ფასის დადგენის ან ოპტიმიზაციის მიზნით შემსრულებელთან დისკუსიებში მონაწილეობა;
** სამუშაოთა მიღება/ჩაბარების აქტების სამუშაო დოკუმენტის მომზადება;
** მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის მენეჯერებთან, პროექტის ბიუჯეტის შემუშავებასა და განახლებაში.

ელფოსტა: info@lsg.solutions



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |