jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.

სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 1200 ლარი (net).
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 25 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების (ყავის) სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** ყავის მრავალი ნაირსახეობის მომზადება;
** ყავის პროფესიონალურ აპარატთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 4 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |