jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სასტუმრო Artizan Design Hotel აცხადებს ვაკანსიას რანერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** იღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს დროულ მომსახურებას;
** აცნობს სტუმრებს ყოველდღიურ სპეციალურ შეთავაზებებს;
** სტუმრებისთვის განმარტავს მენიუში არსებულ კერძებს, აღწერს ინგრედიენტებს და მომზადების მეთოდებს;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და იღებს ზომებს პრობლემის გადასაჭრელად; (მენეჯერთან კოორდინაციის საშუალებით);
** სტუმრების ნებისმიერ უკმაყოფილებას ატყობინებს რესტორნის მენეჯერს;
** ამზადებს მაგიდებს, აწყობს ჭიქებს, თეფშებს და ა. შ.
** აცილებს სტუმრებს შესაბამის მაგიდამდე;
** ამზადებს ანგარიშს (დეტალური/ჯამური)
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა.

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება 800 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598490649 და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |