jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C სპეციალისტი
მომწოდებელი: დუთი ფრი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"Duty Free Georgia" ეძებს 1C სპეციალისტს ბიზნესის მხარდაჭერის გუნდში.

1C სპეციალისტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ბიზნესის ყოველდღიური ფუნქციონირების თვალსაზრისით, რადგან 1C დუთი ფრის ძირითად საქმიანობის მხარდამჭერი პლატფორმაა. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის მთავარ საოპერაციო სისტემაში სწორად და დროულად იქნას ასახული ყველა გატარება, გააკონტროლოს სხვების მიერ განხორციელებული გატარებები და აღმოფხვრას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები. მისცეს ინსტრუქციები და გაუწიოს მხარდაჭერა სისტემის მომხმარებლებს ყოველდღიურად.

ფუნქციები:

** Rs.ge-ზე მიღებული და გაყიდული საქონლის შესახებ გაგზავნილი ინფორმაციის და ნაშთების კონტროლი;
** სისტემაში გატარებული ოპერაციების მონიტორინგი, ხარვეზების აღმოფხვრა;
** დოკუმენტბრუნვის კონტროლი და დამუშავება;
** თვის დახურვისთვის საჭირო ოპერაციების შესრულება;
** ფასდაკლებების და პრომო-აქციების ფორმულირება და სისტემაში გაშვება;
** ფასების ცვლილება, ახალი ნომენკლატურის შექმნა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაციის შეტანა;
** რეპორტების მომზადება სხვადასხვა განყოფილებისთვის;
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო სამუშაოებში ჩართვა;
** სისტემის მომხმარებლების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სხარტი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: HR@dfg.ge. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელების მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |