jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: მადამ შუ
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

საკონდიტრო "მადამ შუ" ეძებს თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

საკონდიტრო მდებარეობს ძველ თბილისში, კოტე აფხაზის 31.

ძირითადი მოვალეობები:

** ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლების კონსულტაცია
** ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
** ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად და ჰიგიენური ნოემბრის დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

საწყისი ანაზღაურება: 620 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00 დან 16:00 მდე.
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (შაბათი -კვირა)

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamechoux.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ შპს "მადამ შუ" შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |