jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტუდენტთა გამოცდილების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა გამოცდილების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სტუდენტური გამოცდილების სამსახურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა და განხორციელების მონიტორინგი;
** სტუდენტების (პირველკურსელი/გარე მობილობით გადმოსული) სწრაფი და მარტივი ადაპტაციისთვის სხვადასხვა მეთოდებისა და ღონისძიებების დაგეგმვა / განხორციელება;
** სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** სტუდენტური სერვისების დიზაინი და მიწოდების უზრუნველყოფა ონლაინ და ოფლაინ არხებით;
** სტუდენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა;
** სტუდენტების კურიკულუმსგარე აქტივობებისა და სტუდენტური ცხოვრების სტრატეგიის შექმნა და მუდმივი განვითარება;
** სტუდენტთა ინიციატივების წახალისებაზე ზრუნვა;
** შესრულებული აქტივობების პერიოდული რეპორტინგი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე - საგანმანათლებლო სფეროში ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრეატიულობა;
** დროის მართვის უნარი;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ემპათიურობა და მეგობრულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 07 ივლისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |