jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://bet25.com/en
** https://www.facebook.com/BET25.live/

"BET25" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: სარფი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ბრენდის და კორპორაციული იმიჯის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და აღნიშნული მიზნით სტრატეგიების შემუშავებაში ჩართულობა;
** პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მესიჯების შემუშავება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
** სპეციალური ღონისძიებების, ივენთების PR კამპანიის ორგანიზება და მართვა;
** პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა პრობლემატური საკითხების გადაჭრაში;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტის გუნდთან ერთად მუშაობა მრავალმხრივი განვითარების მიზნით;
** ინდუსტრიის ტენდენციებისა და პრაქტიკის მუდმივი კონტროლი გასაუმჯობესებელი სფეროების და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
** კომუნიკაციის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** თურქული ენის ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში, სასურველია სათამაშო ინდუსტრიაში;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "PR მენეჯერი"

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |