jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (http://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (http://www.primeglobal.net).

კომპანია აცხადებს სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში.

ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია

რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრენინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2024 წლის 05 ივნისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |