jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი, მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი,
პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.

დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისს საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით,
ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს შემდუღებლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

წინასწარ გამზადებული მეტალის ნახევარ ფაბრიკატების შედუღება ინვენტორული შედუღების აპარატის საშუალებით მოცემული ნახაზების მიხედვით.

მოთხოვნები:

** ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
** გამოცდილება: შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი 2000-3500 ლარი
** კვებას.
** ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას.
** საწარმოში უბედური შემთხვევის დაზღვევას,
** თანამედროვე სამუშაო იარაღებს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 14:00-15:00)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი N8.

დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 591 03 55 51 ასევე შეგიძლიათ გადმოგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@fabricon.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |