jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საზაფხულო სკოლის ტუტორი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

აზროვნების აკადემია აცხადებს ვაკანსიას საზაფხულო სკოლის ტუტორის პოზიციაზე.

აზროვნების აკადემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის ორგანიზება;
** მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
** საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითობა;
** ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სამუშაო პერიოდი: საზაფხულო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

აზროვნების აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 1 თვისა.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 3 თვის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |