jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Admixer Georgia
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა რეგიონში, რომელიც სარეკლამო პროდუქტების ეკოსისტემას წარმოადგენს და ინტერაქტიული სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს აერთიანებს.

"ედმიქსერი" გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მედიასა და ბრენდებს ბიზნესისა და ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებაში და მიზნად ვისახავთ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, შექმნისა და გამართვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას.

შპს "ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი. (ბიზნეს ცენტრი "ავენიუ")
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგული სტრატეგიის და კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა/მართვა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისებისთვის;
** ვებგვერდის კონტენტის ორგანიზება და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** საპრომოციო კონტენტის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა და აღსრულება/მონიტორინგი;
** მარკეტინგული პროექტების/სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ივენთების მოძიება და აქტივობების კალენდრის შექმნა;
** განხორციელებული კამპანიების შეფასება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მონათესავე სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** ეფექტურად მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Jobs@admixer.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომუნიკაციების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |