jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: გარდი სისტემსი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"გარდი სისტემსი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2017 წლიდან. "გარდი სისტემსი" არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის.

"გარდი სისტემსი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შეკუმშული ჰაერის სფეროში შესთავაზონ მომხმარებელს პროფესიონალური გადაწყვეტილებები და იზრუნონ შეთანხმებული მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების აღსურლებაში, კომპანია გარდი სისტემსის ერთერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სერვისი რომელიც განვითარებაც ყოველთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მომავალი კმაყოფილების ხარისხი მუდამ მაღალი სტანდარტისაა.

ამ ეტაპზე კომპანია "გარდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** ტექ. დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
** გარკვეული პროექტების ხელმძღვანელობა საჭიროების შემთხვევაში.
** დანადგარების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება.
** დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
** სერვის ცენტრის ადმინისტრირებაში მონაწილეობა.
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური ბექგრაუნდი, დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია.
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას
** მართვის მოწმობა B კატეგორია. დამაჯერებელი გამოცდილებით.
** საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** ტექნიკური აზროვნების უნარი.
** ტექნიკური მიმართულებებისადმი ბუნებრივი ინტერესი.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:

** პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო წამყვან მწარმოებლებთან.
** მაღალი თვით რეალიზაციის მიღწევის საშუალება.
** სტაბილური და მზარდი ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@gardis.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |