jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: შავი ბუ
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

"შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.

ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:

Website: https://www.ajhandmade.ge
Facebook: https://www.facebook.com/share/Dnvef4xJgM7WySDX/?mibextid=qi2Omg
Instagram: https://www.instagram.com/shavibu_blackowl?igsh=MTVyb2thZ25qcGhweg==

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო განრიგი: ნახევარი ან სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: საშუალოდ 1000-1500 ლარამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: aj.handmade.aj@gmail.com

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |