jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000-4000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოპერაციო და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი სისრულეში მოყვანის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ სამუშაოს კოორდინირებულად შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში არსებული განყოფილებების ეფექტურად მართვა;
** ლოჯისტიკის განყოფილებაში, სამომავლო, სტრატეგიული გეგმების დასახვა და მათი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის განსაზღვრა და დადგენა;
** საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული პროგნოზების შემუშავება, რისკების შეფასება;
** პარტნიორ კომპანიებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან;
** III ეტაპი - ტესტირება;
** IV ეტაპი - გასაუბრება დირექტორთან და HR მენეჯერთან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |