jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS BATUMI" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
** დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
** ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.batumi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |