jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფოთი ტრანსტერმინალი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალზე ქალაქ ფოთში. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 2000 - 2400 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შესარულებს:

** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის/სისტემის/ინსტრუქციების შემუშავება და მათი შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მარეგულირებელ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, შესაბამისობისთვის საჭირო ყველა სათანადო ღონისძიების გატარება;
** კომპანიის სამუშაო სივრცეში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
** ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიების დაგეგმვა დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვისათვის, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრისათვისა და უბედური შემთხვევებისა თუ პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისათვის მიზნით;
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის/სისტემისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება/შედგენა და ორგანიზაციული პროცესების აღნიშნულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის კონტროლი;
** კომპანიის მასშტაბით ობიექტების აუდიტის ორგანიზება და შედეგების დამუშავება/წარდგენა;
** სამუშაო პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების სტატისტიკის წარმოება და კონტროლი;
** შესაბამისი პროგრამების შემუშავება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების და საწარმოო ტრავმების თავიდან აცილების მიზნით;
** თანამშრომლებისთვის პერიოდული ტრენინგებისა და სხვა სახის გადასამზადებელი ღონისძიებების ჩატარება;
** წერილებისა თუ საჩივრების განხილვა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ხელმძღვანელობისთვის გამომჟღავნებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების წარდგენა;
** ხელმძღვანელობისათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პერიოდული/თვის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებები შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული მოქმედი სერთიფიკატის ქონა;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მარეგულირებელ ნორმებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე-ლოგისტიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას;
** რუსული ენის სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:

** მოტივირებული
** სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე.

ამასთანავე გაქვთ:

** გუნდურად მუშაობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 ივლისი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |