jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული ფართის გაქირავების მენეჯერი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "აშენდი აგრო" აცხადებს ვაკანსიას კომერციული ფართის გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;

ფუნქცია მოვალეობები:

** მოკლევადიანი და გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების შენარჩუნება: დროული გაგრძელება. დამატებითი ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება.
** ახალი საიჯარო ხელშეკრულებების დამტკიცებაში მონაწილეობა;
** იჯარის ხელშეკრულებების დროული გადახდების უზრუნველყოფა;
** მოიჯარეებთან ურთიერთობა ყველა აქტუალურ საკითხებზე, საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** მოიჯარეებისთვის შეღავათიანი პირობების შესახებ მოთხოვნების დამუშავება, კომპანიის კომიტეტებისთვის ინფორმაციის გაანალიზება და მომზადება;
** კომპანიის მოიჯარეებთან და განყოფილებებთან სწორი და დროული დოკუმენტაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
** ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ობიექტების შემოსავლების ბიუჯეტის გეგმის/პროგნოზის შედგენაში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კომერციული უძრავი ქონების გაქირავების სპეციალისტი;
** კომერციული უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კომერციული ფართის გაქირავების მენეჯერის". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აშენდი აგრო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |