jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დემი-შეფი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას დემი-შეფის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახალი თანამშრომლების გადამზადება და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "დემი-შეფი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |