jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინკასატორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. "ფეიბოქსის" ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: თბილისის ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1250 ლარი + საწვავი სრულად
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

გრაფიკი:

** ორშაბათი, სამშაბათი, კვირა 20:00 საათიდან 00:00 საათამდე;
** პარასკევი-შაბათი 23:00 საათიდან 03:00 საათამდე;
** ოთხშაბათი ხუთშაბათი დასვენება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაცია

სავალდებულო მოთხოვნები:

** ავტომობილის ფლობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი - თბილისი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |