jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ამოკრეფის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ამოკრეფის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში.

ლოკაცია: დიდი დიღომი, პეტრე იბერის #13

ფუნქცია-მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს, ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს პროდუქციის ამოკრეფის სრული პროცესი;
** შეიმუშაოს, საწყობის ადმინისტრატორთან შეათანხმოს, დაგეგმოს და განახორციელოს პროდუქციის ამოკრეფის ეფექტურობის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები;
** აკონტროლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამსახურში გამოცხადება, კორპორაციული შინაგანაწესის, დისციპლინის და შესასრულებელი დავალებების შესრულების დროულობა, ხარისხი;
** პროგრამულად უზრუნველყოს შესაბამისი ველის საშუალებით შესაგროვებელი/ამოსაკრეფი ზედდებულების გახსნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** გუნდის მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** სატრანსპორტო მომსახურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** 30-50%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებსა და ჩვენს სააფთიაქო ქსელში.

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com.

საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფას" მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |