jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Wasteless
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"Wasteless" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე

"Wasteless" არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომლის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 142;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასოციაციაში განხორციელებული სატელეფონო ზარების მეშვეობით, შემოსული საკითხების იდენტიფიცირება.
** იდენტიფიცირების შედეგად, ასოციაციაში გაწევრიანების მსურველის კონსულტირება სატელეფონო ზარის ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის მეშვეობით, დამუშავება და უკუკავშირის განხორციელება გაწევრიანების მსურველ სუბიექტთან.
** ასოციაციაში მიღებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას და რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და კვალიფიკაციას.
** გადამისამართებული რთული საკითხის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მომზადებული პასუხის მიწოდების უზრუნველყოფა საკითხის მომწოდებელ სუბიექტთან.
** ასოციაციის წესდებიდან გამომდინარე, ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი სუბიექტის წევრად მიღების ორგანიზება: დოკუმენტების მიწოდება, ასევე საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა, მოწოდებული დოკუმენტების შედარება, თუ რამდენად სწორად არის შევსებული და მოწოდებული ასოციაციაში გაწევრიანების მიზნებისათვის და ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
** მის სფეროში შემავალ საკითხებზე წერილობითი კომუნიკაციის წარმოება.
** ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულება.
** შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი წესების და პირობების დაცვა.
** არასაჯარო ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
** მასზე მინდობილი ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გაფრთხილება და დაცვა.
** თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლებამოსილება.
** თავისი საქმიანობის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოთხოვის უფლებამოსილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office (Excel, Word)
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირება
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@wasteless.ge და სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: ოპერატორი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |