jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: TopTrans
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "TopTrans" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მირცხულავას N11
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურების სისტემა: ინდივიდუალური, კვალიფიკაციის მიხედვით (გამოცდილების არ მქონე პირები არ განიხილებიან) და ბონუსები გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად .

უცხო ენები: ინგლისური, რუსული

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: logistics@toptrans.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |