jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერი - Key Account
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 36 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერის (Key Account) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** დღისა და კვირის სამუშაო განრიგის დაგეგმვა და კონტროლი;
** ვადაგადაცილებული ვალების ყოველდღიური კონტროლი, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პრობლემურ ვალებზე მუშაობა;
** საცალო და ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება (ფასების კონტროლი, ახალი პოზიციების და ბრენდების შეთავაზება.);
** ობიექტების ხელშეკრულებების დამუშავება, გაფორმება;
** სთორჩექებზე გასვლა, შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
** წინა დღის სთორჩეკის შედეგების გავლა;
** გეგმების მიმდინარეობის გავლა;
** ობიექტების მიერ ჩარიცხული თანხების მონიტორინგი;
** კონკურენტების მონიტორინგი ფასების თუ სხვადასხვა აქტივობების;
** უშუალო ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერებთან ერთად აქციების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** ქსელებთან პროდუქციის ახალი ფასების, აქციების გადაგზავნა;
** ქეშბექის მონიტორინგი და მოთხოვნის ფორმის შევსება-გადაგზავნა ბუღალტერიასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Apex-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |