jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (მხოლოდ დღის ცვლა)
ანაზღაურება: 850 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე და ფეისბუქ შეტყობინებებზე პასუხი
** მიღებული ზარების გაანალიზება
** მოთხოვნის შესაბამისად არსებული პროდუქციის მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების რუსული/ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** დამაჯერებლობა
** საზოგადოებასთან კომუნიკაცია
** მოსმენის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა-განმუხტვა
** პრობლემის ანალიზი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |