jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ამწე კალათის მძღოლი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ამწე კალათის მძღოლის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის მემონტაჟეთა ჯგუფის ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 1000 ლარი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ავტომობილის დაზღვევა;
** კომპანიის სერვისზე 50% ფასდაკლება;
** FitPass.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური შემოწმება;
** ავტომობილის გაუმართაობის შემთხვევაში, ავტომობილის პროფილაკტიკაში გადაყვანის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება ავტოპარკის თანამშრომლისთვის;
** სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, სამუშაო ლოკაციაზე დროულად გამოცხადება;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

** სასურველია ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
** განვითარებული საინჟინრო აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ამწე კალათის მძღოლი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |